კომპანიამ, რომელიც ხორცპროდუქტებს უნიკალური ქართული ღორის ჯიშებისაგან ამზადებს, მომხმარებელს პრემიუმ ხაზი დეკემბრის დასაწყისიდან შესთავაზა. Native Georgian-ის დამფუძნებელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ხორცპროდუქტების გაყიდვა მზარდია. მისი თქმით, ბაზარზე დეკემბერში შემოტანილი, პრემიუმ ხარისხის რაჭული ლორი, ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება.
ცნობისთვის, Native Georgian ამ ეტაპზე 50-მდე ადამიანს ასაქმებს. თავდაპირველი ინვესტიცია 3 მილიონი ლარია, სრული საინვესტიციო პაკეტი კი, ფინალური წარმოებით, 10-12 მილიონ ევროს მოიცავს.
შეგახსენებთ რომ, კომპანია სვანური ზისხორას, იგივე სისხლის ძეხვისა და “ვეფხისტყაოსანში” ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტების წარმოებასაც გეგმავს.