ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოს დახმარებას აღუთქვამს. ალექსანდრ ვინიკოვი ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი“. ვინიკოვის განცხადებით იმისთვის, რათა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს, ქვეყანა უნდა მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად. მისივე განმარტებით, ამისთვის ორი საკითხის შესრულებაა აუცილებელი. პირველი - საქართველო უნდა შეესაბამებოდეს ნატო-ს მოთხოვნებს წევრობისთვის და მეორე - უნდა შედგეს კონსენსუსი მოკავშირეებს შორის, რომ მათ სურთ საქართველოს ალიანსში ხილვა.