ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ. დელეგაციას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და რეფორმების განხორციელების პროცესში ნატოს ჩართულობა განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტზე“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. შეხვედრაზე ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების მწვავე გარემო განიხილეს.