"ყველაზე ცისფერი თვალი" - აფროამერიკელი ავტორის, ნოველისტისა და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ტონი მორისონის გამორჩეული ნოველაა. წიგნი რასიზმის პრობლემებზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე, განსხვავებული გარეგნობის მქონე ადამიანების მიმართ.წიგნის მთავარი პერსონაჟი, პატარა შავკანიანი გოგონაა, რომელიც ცისფერ თვალებზე ოცნებობს, მას სურს გაექცეს მის გარშემო არსებულ სასტიკ რეალობას. ის დარწმუნებულია, რომ თუკი ყველაზე ცისფერი თვალები ექნება, ადამიანებს ყველაზე მეტად ეყვარებათ ის. ავტორს ნოველაში წამოწეული აქვს ფიზიკური ნაკლოვანებების პრობლემა და იმ ადამიანთა ტკივილები, რომელთაც ამ მიზეზით საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ უწევთ ყოფნა.