"ამაოების ბაზარი" მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერლის უილიამ მეიქფის-თეკერეის რომანია, რომლის წერაც ავტორმა 1844 წელს დაიწყო, თუმცა რომანის ზოგიერთ დეტალზე მუშაობას გაცილებით ადრე, 1841 წლიდან შეუდგა. ამაოების ბაზარი თავდაპირველად სერიებად გამოიცემოდა, ის დაიბეჭდა 20 ნაწილად, საბოლოოდ კი რომანი 1848 წლის ივლისში ერთ წიგნად გამოიცა.ნაწარმოების პერსონაჟთა ცხოვრება, მეცხრაეტე საუკუნის ევროპაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ფონზე ვითარდება და სამი ოჯახის, ლონდონელი სოვდაგრების ჯონ სედლის და ჯონ ოსბორნის, ასევე აზნაურ სერ პიტ კროულის ამბავს მოგვითხრობს.