რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. შეზღუდვა ასევე ვრცელდება ელბაქიძის აღმართზე, ნაწილობრივ - მელიქიშვილის ქუჩაზე (ფილარმონია), მოძრაობა ცალ მხარეს შეწყვეტილია რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.