ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, თავდამსხმელი იქნება დაკავებული და შემდეგ ჩახედონ ჩვენმა ოპონენტებმა თავიანთ წარსულს და მინისტრ გომელაურს თვალებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, სესიაშვილი გამოეხმაურა ოპონენტების შეფასებასაც, რომელთა აზრითაც ვახტანგ გომელაური არაეფექტური მინისტრია და აღნიშნა, რომ შს მინისტრმა ყველაფერი გააკეთა, რათა ბანკზე თავდასხმისას მძევლები უვნებლად გამოსულიყვნენ.