"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. შესაბამისი განცხადება საგამოძიებო უწყებასი პარტიის წევრებმა - აკაკი მინაშვილმა და გოგა ონიანმა შეიტანეს. კითხვაზე, უერთდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მოთხოვნას, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით, აკაკი მინაშვილის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გია ცერცვაძის მხარდასაჭერად სერიოზული გეგმა წარადგინა, თუმცა მინისტრების მიწვევა პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანია".