"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. გარდა ამისა, პარტია მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც, ენმ-ის წევრების თქმით, რუსეთს გადაეცა.საგანგებო ბრიფინგი პარტიაში გაიმართა.ნაციონალური მოძრაობა უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.