"ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს ხეების ხელოვნურ გახმობასა და ჭრაში ადანაშაულებს. საკრებულოს წევრები აცხადებენ რომ თბილისში, თაბორის მთაზე, ყოფილი პრემიერის ბიზნესინტერესებს ათეულობით ხე ეწირება. ოპოზიცია მოითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცეთ.გავრცელებული ინფორმაციით, თაბორის მთაზე სასტუმრო და გოლფის მოედნებს შენდება. ხეების მოჭრის ნებართვა კი მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა.ბრალდებებს თბილისის მერმა უპასუხა.