ნაციონალური მოძრაობა" ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში მტკიცებულებების გაყალბების შესახებ საუბრობს. როგორ განადგურდა მტკიცებულებები და როგორ ყალბდებოდა 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანების მკვლელობის საქმე - მტკიცებულებები და კონკრეტული მასალები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინეს. მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმე პირდაპირ არის დაკავშირებული ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან. ზოდელავას თქმით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანისა და დიმიტრი დარბაისელის გარდა, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. მათ შორისაა ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქმის ობიექტური გამოძიება ხელისუფლების ინტერესებში არ არის.