"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილს დღეს წარადგენს. წარდგენა 12:00 საათზეა დაგეგმილი. უდუმაშვილის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში, გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.