დღეს, 29 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებას მართავს.
ღონისძიებაზე პარტიის ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიმართავენ და საკუთარ სამოქმედო გეგმასა და დაპირებებს, ასევე არჩევნების დღეს დაგეგმილ აქტივობებს გააცნობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა თავისუფლების მოედანზე სრულად აიკრძალა.