გვიან ღამით, ბათუმში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი რეგიონის პირველ პირთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი დიასამიძემ განაცხადა, მათი თანაგუნდელების - ელგუჯა ბაგრანტიონისა და ბონდო თედორაძის დაკავებასთან, ასევე აჭარიდან გურიაში ხეების გადატანასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.