"ნაციონალური მოძრაობის" VII ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა გამართა. პარტია ყრილობის საორგანიზაციო კომისიის განცხადებას აქვეყნებს. კომისიამ თავმჯდომარედ - პეტრე ცისკარიშვილი, კომისიის მდივნად - ნინო კალანდაძე აირჩია, ასევე დაამტკიცა კომისიის დებულება. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 6 დღის წინ პოლიტიკური საბჭოს 30-მა წევრმა კომისიის ექვსი წევრი დაასახელა. „ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ჩვენი თანაპარტიელი და მხარდამჭერი ჩაერთოს საორგანიზაციო პროცესში, გვქონდეს დისკუსია და განსხვავებული მოსაზრებების განხილვა.საორგანიზაციო კომისიის წევრები მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერ პროცედურულ საკითხზე, რომელსაც ჩვენი კოლეგები წარმოადგენენ. ჩვენი მიზანია შეთანხმების მიღწევა“- ნათქვამია განცხადებაში.ამასთან პარტია ყრილობის საორგანიზაციო კომისი კიდევ ერთხელ მოვწოდებს კოლეგებს პოლიტსაბჭოში, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში და ხელი შეუწყონ ყრილობის ორგანიზებულად ჩატარებას.