"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის პროკურატურას მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტები, ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, დაწყებული და დაუსრულებელი ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობის საქმის გამოძიებას ითხოვენ.
რეზო ხარაზის თქმით, არ შემდგარ პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რასაც პასუხები უნდა გაეცეს. მისი განმარტებით, არის კურუფციის ნიშნები, რომელშიც პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არიან ჩართულნი.
ახალი ობიექტების მშენბელობისთვის, სახელმწიფომ ხელშეკრულება კანადურ კომპანია „ვესთინკორ ლიმითედ საქართველოსთან“ 2018 წელს გააფორმა. პროექტი ერთ წელში უნდა დასრულებულიყო. 20 მილიონი დოლარად ღირებული პროექტიდან ავანსის სახით ხაზინიდან 10 მილიონი გავიდა.
შეუსრულებული ვალდებულებისთვის დავა სასამართლოში დაიწყო, შემდეგ მორიგება შედგა და სახელმწიფომ კიდევ 30 მილიონი დოლარი გადაიხადა. პროექტი კი, დღემდე დაუსრუელებლია.