2020 წლის იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 500 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მაისში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 15 მილიონ 500 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 15 მილიონი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 63 მილიონ 700 ათასი მგზავრით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ ხუთ თვეში 83 მილიონ 300 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარ-მაისში კი ეს ციფრი 147 მილიონი იყო.
2020 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 700 ათასი ტონით გაიზარდა და 7 მილიონ 400 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 6 მილიონ 700 ათასი ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 377 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-მაისში 232 ათას 537 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 232 ათას 160 კონტეინერი გადამუშავდა.