მხოლოდ დღეს, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი 31%-ით დაეცა, რაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ნავთობის ფასი ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ცვლილებაა. ამჟამად ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 30 დოლარს შეადგენს.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ნავთობექსპსორტიორი ქვეყნების კავშირი, კორონავირუსის მიერ ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, საკუთარი მოპოვების ეტაპობრივ შემცირებას განიხილავდა, სადაც ჩართული იყვნენ OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთიც, რომელმაც OPEC- ის შეთანხმებაზე უარი თქვა და საკუთაი მოპოვება არ შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ვენაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმების მიუღწევლობამ გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასის 10%-იანი ვარდნა გამოიწვია. ამის შემდეგ საუდის არაბეთმა ვითარების დამატებითი ესკალაცია მოახდინა და გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილის გასაზრდელად სარეალიზაციო ნედლი ნავთობის ფასი შეამცირა, შედეგად კი 9 მარტს, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი კიდევ 31%-ით შემცირდა.