მსოფლიოს ძირითადმა ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა კორონავირუსის გამო 10 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორმა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა.
სავალუო ფონდის დირექტორის ცნობით, ნავთობმომპოვებელი ქვეყნები უკვე დაზარალდნენ ნავთობზე მოთხოვნის კლების გამო და ნავთობზე დაბალი ფასით, კორონავირუსის გამო. მისივე თქმით, ნავთობზე ფასმა წლის დასაწყისიდან უკვე 15%-ით იკლო.
მისივე განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იმაზე დაბალი იქნება, „ვიდრე მოელოდნენ“. გარდა ამისა, მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ცვლილება კლების მიმართულებით ჩინეთის ეკონომიკასაც შეეხება.