მაიამი ჰიტმა მცველი დაიონ უეითერსი 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ამის მიზეზი კი მარმელადის ჭამა გახდა. საქმე იმაშია, რომ ეს ტკბილეული კანაბისით იყო, უეითერსმა კი იმდენი ჭამა, რომ ცუდად გახდა. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეითერსი "მაიამის" თვითმფრინავში ცუდად მაშინ გახდა, როცა ერთ-ერთი საგარეო თამაშის ჩასატარებლად მიფრინავდნენ. კალათბურთელმა გონება დაკარგა, შემდეგ კი ღებინება დაეწყო. სპორტსმენს სამედიცინო დახმარება ბორტზევე აღმოუჩინეს. კლუბმა მოთამაშე 10 მატჩით დასაჯა, თანაც ისე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ის ხელფასს არ მიიღებს.