ხელჩანთა - მრავლობით ნივთებს შორის, რომელთაც ადამიანი მოიხმარს სხვადასხვა დანიშნულებისამებრ, დღევანდელი გადაცემისთვის ყურადღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტზე შევაჩერე, რომელიც ასაკით არც თუ სე პატარა ყოფილა, რადგან მისი წარმოშობის ისტორია 5000 წელზე მეტს ითვლის. ხელჩანთა - ნებისმიერი ასაკის, ორივე სქესისა და სხვადასხვა გემოვნებისთვის გათვლილი აქსესუარი. თავიანთი უბრალოების მიუხედავად ჩანთამ ფუნდამენტური როლი ითამაშა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებაში თუნდაც იმიტომ, რომ მათი საშუალებით ადვილად და კომფორტულად არის შესაძლებელი ამა თუ იმ საგნის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. აღარაფერს ვამბობთ შორ გზაზე სასურველი ნივთების წაღებაზე. რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასი საგნები, მით უფრო ფული ყოველთვის თან გვაქვს. მათი მრავალფუნქციურებიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ყურადღებას დღეს მხოლოდ ხელჩანთებზე შევაჩერებთ, რადგან როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე საუკუნის მანძილზე თავისი ფორმითა და დანიშნულებით ის სხვადასხვა პროფესიას მოეგო, დაირქვა სახელი და გენდერულადაც გაიყო. ჩანთა გაჩნდა აუცილებლობის გამო და განკუთვნილია იმისათვის რომ დაფასდეს ისე ძვირად, როგორც მისი ფუნქციურობა მოითხოვს, შესაბამისად მისი შეუფასებლობა მას შეუცვლელს ხდის.