გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება, - ამის შესახებ პროკურორმა განაცხადა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, მტკიცებულებათა შეკრების შემთხვევაში ნებისმიერი პირი, მიუხედავად სტატუსისა, პასუხისგებაში მიეცემა. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ არსებული მტკიცებულებები გადალახავს წინასასამართლო სტადიას და საქმის არსებით განხილვაზე გიორგი მამალაძის ბრალეულობა დამტკიცდება. პროკურატურა პროცესების დახურვას ითხოვდა და ამის თაობაზე როგორც ჯარჯი წიკალური განმარტავს, მყარი მტკიცებულებები და არგუმენტები აქვთ. თუმცა მოთხოვნა შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.