17:58
7 მაისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Nestlé ნიუკასლის ქარხანას ხურავს და 600-მდე სამუშაო ადგილს ამცირებს
04-05-2021

საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელი შვეიცარული მულტინაციონალური კონგლომერატი, კორპორაცია Nestlé დიდ ბრიტანეთში ერთ ქარხანას ხურავს და 600-მდე სამუშაო ადგილს ამცირებს. ინფორმაციას skynews ავრცელებს. საუბარია, ნიუკასლთან ახლომდებარე ფოუდონის ქარხანაზე, რომელიც კომპანიისთვის წამგებიანია.

ფოუდონის ქარხანა, რომელიც 1958 წელს გაიხსნა და საკონდიტრო პროდუქციას, მათ შორის ხილის კვერებს აწარმოებდა, 2023 წლის ბოლოსთვის დაიხურება.

კომპანიის მიერ 600 თანამშრომლის შემცირება დიდი ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანებამ გააკრიტიკა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა ნიუკასლიდან, Nestlé-ს გადაწყვეტილებას დამანგრეველი უწოდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები