სტრიმინგ-სერვისის Netflix-ის ფასიანი ხელმომწერების რიცხვი პირველად გასცდა 200 მილიონს. ამის შესახებ The Times-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს.იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც მეოთხე კვარტალში Netflix-ის ხელმომწერები გახდნენ, 8 მილიონ 500 ათასი შეადგინა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობა 37 მილიონით გაიზარდა.
ამასთან, კომპანიის შემოსავლები 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 20 მილიარდ 150 მილიონით, თითქმის 25 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მისი სუფთა მოგება მილიარდ 870 მილიონით გაიზარდა და 2 მილიარდ 760 მილიონი დოლარი შეადგინა. The Times-ის ცნობით, ამ ციფრებმა ინვესტორები გაახარეს, აქციების ფასი კი 12,2 პროცენტით გაიზარდა და Netflix-ის ერთ ცალ აქციაზე 561 დოლარი და 76 ცენტი შეადგინა.
სულ კი ამ სერვისის ხელმომწერთა რაოდენობა ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა და 111 მილიონიდან 204 მილიონამდე გაიზარდა.