08:42
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Netflix-ის ხელმომწერთა რიცხვმა 167 მილიონს გადააჭარბა
23-01-2020

ამერიკული კორპორაცია Netflix-ის ფასიანი სერვისით მსოფლიოს მასშტაბით უკვე 167 მილიონი ხელმომწერი სარგებლობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ 2019 წლის მეოთხე ფინანსური კვარტლის საანგარიშო მონაცემში წერია.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ამ საანგარიშო სამთვიან პერიოდში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, Netflix-მა 8 მილიონ 760 ათასით  მეტი ხელმომწერი იშოვა. წინასწარი პროგნოზით კი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის ხელმომწერთა რაოდენობა 174 მილიონამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლებმა 5 მილიარდ 470 მილიონი დოლარი, მოგებამ კი 587 მილიონი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ Netflix-ი მომხმარებელს სტრიმინგ სერვისს უკვე მსოფლიოს 190 ქვეყანაში სთავაზობს. კომპანია 1997 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი მდებარეობს ლოს-გატოსში, კალიფორნიაში. 2013 წლიდან Netflix-ი იღებს საკუთარ ფილმებს, სერიალებსა და სატელევიზიო გადაცემებს.

AutoPlay
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა
21-02-2020
რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა
21-02-2020
Apple-ს კორონავირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს
21-02-2020
ფეროშენადნობი, ფქვილი, ხორცი და სხვა - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის
21-02-2020
კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
21-02-2020
2024 წლიდან ახალაშენებულ და რეკონსტრუქციაჩატარებულ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
21-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები