ილონ მასკის თქმით, მის მიერ დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink-მა ტვინში ჩასანერგი მიკროჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს.მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. აქამდე ცდები ძირითადად მაიმუნებზე ტარდებოდა და მაიმუნების ტვინში ჩანერგილ ჩიპს საკმაოდ ხანგრძილვი გამოყენებით წარმატებით ცდიდნენ, შედეგი ისეთივე ეფექტური იყო როგორც ამას ელოდნენ. ახლა კი უკვე ჩიპის დატესტვა ადამიანებზე დაიწყება, როგორც მასკი ამბობსNeuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.