ახალგაზრდა ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 18 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კანოეთი შეჯიბრში 2 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოს ნიჩბოსნობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ამჯერად წივწივაძემ ძალები 18-წლამდელთა შორის 200-მეტრიან დისტანციაზე მოსინჯა და პირველობა არავის დაუთმო. ალექსანდრეს მაჩვენებელი 41.200 წამი იყო. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ესპანელმა დანიელ როსსამ (+0.250) და ჩეხმა ადამ რუდოლფსმა მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ წივწივაძემ თავის გამოჩენა კანოეთი შეჯიბრში 1000-მეტრიან დისტანციაზე მოახერხა, როდესაც ფინალურ გაცურვაში 3:58.45 წუთი დააფიქსირა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველმა ნიჩბოსანმა ევროპირველობაზე ოქროს მედლის მოპოვება გასულ წელსაც შესძლო.