ნიდერლანდებში, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ზომები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყნის სამ დიდ ქალაქში ამსტერდამში, როტერდამსა და ჰააგაში მდგომარეობა საგანგაშოა.
ახალი რეგულაციების მიხედვით, დღეიდან აღნიშნულ სამ ქალაქს შორის მიმოსვლა შეიზღუდება, გამონაკლისი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მგზავრობას შეეხება. ქვეყნის მასშტაბით, რესტორნები და ბარები 22:00 საათზე დაიხურება, სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ასევე, მოსახლეობას მოუწოდებენ სახლიდან იმუშაონ. გარდა ამისა, მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, მაღაზიებში პირბადეები გამოიყენონ. შეზღუდვები ძალაში 3 კვირის განმავლობაში იქნება.
ცნობისათვის, ნიდერლანდებში გუშინ კორონავირუსის 2 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კვირას კი ქვეყანაში ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი, 2 995 შემთხვევა, დაფიქსირდა.