მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში ანანასის იმპორტი 24%-ით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 548 ათასი დოლარის ღირებულების 518 ტონა ანანასი შეიძინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 779 ათას 200 დოლარის 682 ტონა ანანასი შემოვიდა ქვეყანაში.
რაც შეხება იმპორტიორებს, 2020 წელს ანანასი შემოვიდა - ნიდერლანდიდან, თურქეთიდან და ირანიდან.