შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიიდან, ზამფარას შტატის სკოლიდან გატაცებული გოგონები გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ზამფარას შტატის გუბერნატორი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ზამფარას შტატის ქალაქ ჯანგებეში მდებარე სკოლიდან 317 მოსწავლე გოგონა გასული კვირის პარასკევს გაიტაცეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამტაცებლებმა ნიგერის შტატის კაგარას რაიონის სკოლიდან გატაცებული 42 ადამიანი, მათ შორის სკოლის 27 მოსწავლეც გაათავისუფლეს.