დღის განმავლობაში წათვლემას იმაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. მეცნიერების თქმით, რამდენიმე წუთით ჩათვლემა აუცილებელიც კი არის ადამიანის ორგანიზმისთვის და ენერგიის აღდგენისთვის. SILENTMODE ეს არის სახის ნიღაბი, რომელიც მოდუნებაში და ადვილად ჩაძინებაში გეხმარებათ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, სახლში, სამსახურში თუ გზაში. როგორც ამბობენ, მოწყობილობა ეხმარება ადამიანებს სტრესის შემსუბუქებაში და მათ გაცილებით შრომისუნარიანს ხდის. ნიღაბი გამოსცემს ისეთ ჟღერადობას, რომელიც მყისიერად გადუნებთ და თქვენ ადვილად იძინებთ. ის 100 პროცენტით ახშობს სინათლეს, შესაბამისად ნიღაბში საერთოდ ვერ აღწევს შემაწუხებელი განათება. გარდა ამისა, მას შეუძლია ხმის იზოლირება და სუნთქვის დარეგულირება. იდიეს ავტორების თქმით, ეს არის პირველი აუდიო მოწყობილობა, რომლითაც თავისუფლად შეგიძლიათ დაწოლა და თავის დადება. SILENTMODE არის თანამემდროვე ტექნოლოგიისა და ფაფუკი მატერიის კომბინაცია. ნიღაბს აქვს თავისი დამაძიენებლი მელოდია, თუმცა გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ საკუთარ სმარტფონთან დაკავშირება და თქვენი მუსიკის მოსმენა მობილური აპლიკაციის მეშვეობით. როგორც ამბობენ, ნიღაბი იდეალურია მედიტაციისთვის. მოწყობილობის შემქმნელების თქმით, SILENTMODE-ის მეშვეობით თქვენ ხმაურიან გარემოშიც ადვილად მოახერხებთ ჩათვლემას და გაიღვიძებთ ენერგიით სავსე.მოწყობილობა მობილური აპლიკაციით იმართება. ის შეისწავლის თუ როგორ გძინათ და მის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ სასრგებლო რჩევების მეშვეობით.