ქსელში მომავალი მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივის Night Hunter-ის თრეილერი გამოვიდა. ფილმის ორიგინალი სახელწოდება Nomis იყო და მისი პრემიერა 2018 წელს ლოს ანჯელესის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუსეთსა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში გაიყიდა. ახალ სურათში მთავარ როლებს ჰენრი კავილი, ალექსანდრა დადარიო, ბენ კინგსლი და სტენლი ტუჩი ასრულებენ.