"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, "რუსთავი 2" მის კოლექტივს მიჰყიდოს. ამის შესახებ გვარამიამ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "რადგან ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ "რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რადგან ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და იგი აპირებს "რუსთავი 2“-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას: ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს "რუსთავი 2". გადაეცით "რუსთავი 2“ მის კოლექტივს" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.