"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის მოსამართლეებს სთხოვდნენ, პროკურატურაში შეტანილი განცხადება ან უკან გაეტანათ, ან ის სუბიექტები შეეცვალათ, რომლებსაც ზეწოლაში ადანაშაულებენ.როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეების წინააღმდეგ დანაშაულებრივ საქმიანობაში პრეზიდენტის გარდა, ყველა სახელისუფლებო შტოა ჩართული.