"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა, რაც კანონზომიერია.
როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა.
მისი თქმით, „ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას, რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს“.