საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი ოთახში თვითონ ჩაიკეტა.ამის შესახებ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მისი აზრით, „ლიდერის მხრიდან ეს არის არათანმიმდევრული მოქმედება, ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების მოტყუება“.