ბრალდებული დეპუტატი ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
თავდაპირველად მოსამართლემ ნიკა მელია რამდენჯერმე გააფრთხილა, ცალკეული რეპლიკებისგან თავი შეეკავებინა, თუმცა საბოლოო ჯამში, მან დეპუტატის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა, გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა. კერძოდ კი, დაცვის მხარემ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა.
მელიას თავდებში დეპუტატები უდგებიან.