09:28
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს
04-12-2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, - წერს ნიკა მელია და „ფეისბუქზე“ და სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ სმს შეტყობინების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”.

რაც შეეხება მელიასთვის გაგზავნილ შეტყობინებებს, როგორც მასშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მას საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და წერილობითი უწყების გადაცემის მიზნით იბარებს. გაგზავნილ სმს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ნიკა მელიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც საჭირო გახდა მელიას მოწმის სახით გამოკითხვა. ამავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უწყებაში, რომელსაც მელიას გადასცემენ, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები იქნება მითითებული.

AutoPlay
ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიზიტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
სანატორიუმ "ქართლში" გარდაცვლილ ზურაბ ქირია დაკრძალეს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 198 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები