სპორტული სამოსისა და ინვენტარის მწარმოებელი ამერიკული უმსხვილესი კომპანია Nike გეგმავს, საკუთარი პროდუქციის ონლაინ რითეილერის - Amazon-ის საშუალებით გაყიდვები დაასრულოს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ბრენდის წარმომადგენლები ამის მიზეზად პირდაპირი გაყიდვების განვითარებასა და მომხმარებლების გამოცდილების ზრდას ასახელებენ.
სააგენტო დასძენს, რომ Nike სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს პირდაპირ გაყიდვებს საკუთარი ვებ-გვერდიდან. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ Amazon-თან თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, მას მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი დატოვოს ეს პლატფორმა.