ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Nike-მა რეკლამაზე ჯამურად 17 მილიარდ 540 მილიონი დოლარი დახარჯა. აღნიშნულის შესახებ, SafeBettingSites-ი იტყობინება.
მათი ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ მარკეტინგულ ხარჯებზე რეკორდულად დიდი ოდენობით თანხა დახარჯა. საუბარია, 3 მილიარდ 750 მილიონ დოლარზე, ხოლო მიმდინარე წელს ეს თანხა 3 მილიარდ 590 მილიონს შეადგენს. კომპანიის შემოსავლებში სარეკლამო ხარჯებზე სტაბილურად 10% მოდის.
გასულ წელს კომპანიის შემოსავლებმა 39 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა, წელს კი პანდემიის გამო ის 4,35%-ით 37 მილიარდ 400 მილიონამდე არის შემცირებული. ამასთან, კომპანიის მაღაზიების ქსელი 5%-ით შემცირდა. ბრენდმა შტატებში 46 და მის ფარგლებს გარეთ 10 მაღაზია დახურა.