სპორტული ტანსაცმლისა და პროდუქციის ამერიკული კომპანია Nike, რომელმაც მოსკოვში პირველი მაღაზია 1994 წელს გახსნა, რუსეთის ბაზარს მთლიანად ტოვებს. ამერიკულმა კომპანიამ შესაბამისი გადაწყვეტილება სამი თვით შეჩერებული საქმიანობის შემდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ Nike მოსკოვის სპარტაკის სპონსორი 2005 წლიდან იყო, მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა, ქვეყნის ტერიტორიაზე კი საქმიანობა დროებით შეაჩერა. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთში არსებული Nike-ის მაღაზიები, რომლებიც აქამდე დროებით იყო დახურული, აღარ გაიხსნება. რუსეთში ამ კომპანიის 100-ზე მეტი მაღაზია ფუნქციონირებდა.