სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან მიღწეულია შეთანხმება ტყვეების გაცვლის შესახებ პრინციპით - „ყველა ყველაზე“. „უმთავრესი ამოცანაა ტყვეების დაბრუნება. მინდა ვთქვა, რომ აქ გარკვეული პროგრესი გვაქვს. არსობრივად შეთანხმებულია ტყვეთა გაცვლის პრინციპი - ყველა ყველაზე“ - განაცხადა ფაშინიანმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს. მისი თქმით, საუბარია როგორც მათზე, ვინც მთიან ყარაბაღში ბოლო ესკალაციის დროს ჩავარდა ტყვედ, ასევე მანამდე. პრემიერ-მინისტრის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძება. მისი ინფორმაციით, 9 ნოემბრიდან კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანეს 600 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, 500 დაღუპულის ამოცნობა მიმდინარეობს. „დღეის მდგომარეობით, 135 ცხედარია იდენტიფიცირებული, რომლებიც ახლობლებს გადაეცათ“ - განაცხადა ფაშინიანმა.