11:46
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდგინდა
01-06-2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ფაშინიანმა "ფეისბუქ" ლაივის დროს განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის წევრებსაც.

"ამ წუთებში სამსახურში არ ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო. გუშინ აღმოჩნდა, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი აჩვენა. სხვათა შორის, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს. ტესტი ჩემი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და მათზეც დადებით აჩვენა", - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე დაინფიცირდა. როგორც ფაშინიანი აცხადებს, შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა მაგიდაზე ჭიქა ისე დადო, რომ ხელთათმანი არ ეკეთა.

"ვვარაუდობ, ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დავინფიცირდი. როგორც იცით, ასეთი შეხვედრების დროს მაგიდაზე წყლიან ჭიქას დგამენ. პირს, რომელმაც მაგიდაზე ჭიქა დადო, ხელთათმანი არ ეკეთა და მე მას ამაზე შენიშვნაც მივეცი", - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, მოგვიანებით აღნიშნულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

AutoPlay
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
რაც ახლა ხდება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, კატეგორიულად მიუღებელია, ამორალურია - გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
გამოქვეყნდა 21 წუთის წინ
ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
ჩოხატაურში ავტომობილი, რომელშიც 8 თვის ჩვილი იმყოფებოდა, ხიდიდან გადავარდა
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები