19:44
17 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნიკოლას მადურომ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან ფიგურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
21-08-2019

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან ფიგურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისივე თქმით, მხარეებს შორის დისკუსიები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

"ისევე როგორც ვეძებდი დიალოგის გზებს ვენესუელაში, ასევე ვეძებდი გზას, რომლითაც პრეზიდენტი ტრამპი ვენესუელას მოუსმენდა", - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მისივე თქმით, ის არ დაასახელებს კონკრეტულად ვინ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, თუმცა, ირწმუნება რომ დისკუსია უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, აშშ-მა ვენესუელას სანქციები დაუწესა და არაერთხელ მოუწოდა ნიკოლას მადუროს გადადგომისკენ. უფრო მეტიც ვაშინგტონმა ვენესუელის ოპიოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა, მას მოგვიანებით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ მიბაძა. ამჟამად ვენესუელაში პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისიც ემატება.

ქვეყანა ბოლო წლებში ოთხ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

AutoPlay
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ზალკალიანისგან მათ შორის ანაკლიის პორტისა და ლავროვთან შეხვედრის საკითხებით დაინტერესდნენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის ტალღა წამოვიდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კადრები შატილიდან, სადაც სკოლის შენობა დაიწვა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთში ჩავიდნენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ვეტერანებს შეხვდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პაატა სალია - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ, სარჩელი ხანდაზმულია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები