ხვალ 25 თებერვალს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ჩემპიონატზე 1/16 ფინალური ეტაპის ფარგლებში ლიეტუველ რიჩარდას ბერანკისს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით დილის 11 საათზე დაიწყება. ამჟამად ბასილაშვილი რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბერანკისი 66-ეა. ბასილაშვილი და ბერანკისი ერთმანეთს 2014 წელს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩში გამარჯვებული ლიეტუველი ჩოგბურთელი გახდა.