03:38
30 ნოემბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიფორნიაში, ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში გავიდა
26-10-2021

კალიფორნიაში, ინდიან-უელსის მასტერსზე ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი იყო.
შეხვედრის პირველი სეტი ქულა ქულაში წარიმართა. ტეილორ ფრიცმა სამჯერ ვერ შეძლო სეტ-პოინტის გამოყენება და სეტის ბედის ტაი ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ბასილაშვილმა თავის ორი მიწოდება დათმო, ფრიცმა კი სამი.
მეორე სეტში 3:2-ზე ბასილაშვილმა ფრიცის დაბრეიკება შეძლო, თავისი გეიმიც მოიგო და 5:2 დაწინაურდა. ამერიკელმა გაიბრძოლა და ანგარიში შეამცირა, მაგრამ თავის გეიმზე ნიკამ მატჩს მეოთხე სეტ პოინტზე წერტილი დასვა – 7:6(7:5), 6:3.
კამერონ ნორის და გრიგორი დიმიტროვის შეხვედრაში გამარჯვება ბრიტანელმა ჩოგბურთელმა მოიპოვა – 6:2, 6:4
ინდიან-უელსის ფინალში გასვლამ ნიკოლოზ ბასილაშვილს 600 სარეიტინგო ქულა და 640 000 დოლარი შესძინა. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში მოპოვებული სარეიტინგო ქულები 1000-მდე, საპრიზი თანხა კი 1209730 დოლარამდე გაიზრდება.

AutoPlay
ჩინეთი ცნობილ ადამიანებს ინტერნეტში სიმდიდრის აფიშირებას უკრძალავს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა4
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
სასამართლომ კარიმ ბენზემა თანაგუნდელის დაშანტაჟების საქმეზე დამნაშავედ ცნო
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულაურია - თვითნასწავლი მუსიკოსი გოგონა ქველმოქმედებისთვის ქუჩაში უკრავს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი BBC-ის ბოიკოტით დაემუქრა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ახალმა სამხრეთკორეულმა სერიალმა Squid game უკან ჩამოიტოვა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები