18:35
2 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობაზე ცნობილია
17-01-2020

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია. 20 იანვარს, 1/64 ფინალში საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი სამხრეთ კორეელ ვუნ კვონ სონს დაუპირისპირდება. აზიელი ATP-ს რეიტინგში 83-ე ნომერია და აქამდე ბასილაშვილს მასთან არასდროს უთამაშია. გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზო მეორე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის საუკეთესოს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ განთესილ ჩოგბურთელთაგან ბასილაშვილის პირველი მეტოქე შესაძლოა ალექსანდრ ზვერევი იყოს, რადგან თუ ორივე საწყის ორ წრეს დაძლევს, ერთმანეთს 1/16 ფინალში დაუპირისპირდებიან. შარშან ავსტრალიის ღია პირველობაზე ქართველმა სწორედ 1/16 ფინალამდე მიაღწია, სადაც ბერძენ სტეფანოს ციციპასთან მარცხი განიცადა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები