"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც მან "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში აღნიშნა, კანონი და რეკომენდაციები ყველასთვის ერთანაირი უნდა იყოს და ყველა დაემორჩილოს. მისივე თქმით, მას ჰოსპიტალში ყოფნისას მედპერსონალისგან არცერთხელ არ უგრძვნია შიშია ან დაძაბულობა და მხოლოდ შემართებას გრძნობდა რაც მისთვის გამამხნევებელი იყო. როგორც ნიკოლოზ გამყრელიძემ აღნიშნა ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაინფიცირებულები პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის.