მსოფლიოში ბევრი ადამიანი იტანჯება სახსრების ტკივილით. ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკელთა 10%–ს ეს პრობლემა აწუხებს.პოდაგრა, ანუ ნიკრისის ქარი ართრიტის ყველაზე მტკივნეული ფორმაა. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების სახსართა უპირატესი დაზიანება. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ სავსებით შესაძლებელია შუაღამისას გაგეღვიძოთ. როგორც წესი ნიკრისის ქარი ჩნდება ფეხის პირველ თითზე. შეხებისას პაციენტი დიდ დისკომფორტს გრძნობს. ართრიტის ეს ფორმა ვითარდება სისხლში შარდმჟავის დონის მომატების გამო. ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს 3–დან 10 დღემდე და მდგომარეობა გაართულოს სტრესმა ან ალკოჰოლმა. ამასთან, რისკ-ფაქტორია სიმსუქნე.