სანდრო გირგვლიანის საქმეზე ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. მან ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაასახელა, რომლებიც, მისივე თქმით, მკვლელობის დამკვეთებს და შემსრულებლებს მფარველობდნენ. პარლამენტის ექს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილთან და იმდროინდელ სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან დღემდე უცნობი შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა. ჩვენების მიხედვით, ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილის და დათა ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა, რაზეც მაშინდელი მაღალჩინოსნებისგან უარი მიიღო. ბურჯანაძის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ რაც მკვლელობის შემსრულებლები დაკავებულები იყვნენ, ვინმეს პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დამდგარიყო. მისი თქმით, მოხმდარის გამო წუხილს მხოლოდ მაშინდელი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი გამოთქვამდა და ამბობდა, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.